LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები ოთხ ადგილზე დამონტაჟდა

254
a15eda7f0026978ac00a12e989ac3d1f_XL

გორში ოთხ ადგილზე სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

5 მარტიდან გორში ოთხ ლოკაციაზე ჩაირთო სიჩქარის მზომი შვიდი სექციური რადარი. კერძოდ:

  1. ცხინვალის გზატკეცილის N4-დან ცხინვალის გზატკეცილისა და პ. მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);
  2. ცხინვალის გზატკეცილისა და პ. მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან ცხინვალის გზატკეცილის N4-მდე. ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);
  3. დავით აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირისა და ი.ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ);
  4. დავით აღმაშენებლის გამზირისა და ი. ჭავჭავაძის ქუჩის კვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირისა და ი.სუხიშვილის ქუჩის კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით „ჭკვიანი“ ვიდეოკამერებისა და სიჩქარის მზომი რადარების დამონტაჟება გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები