ცისანა სეფიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ (22 დეკემბრის ნომერი) საუბრობს საახალწლო სუფრის გაკეთების ტრადიციაზე:
„თავადაც კარგი კულინარი ვარ, მიყვარს მზადება და როგორც ამბობენ, გემრიელი ხელიც მაქვს, მაგრამ ღმერთმა დიდხანს და კარგად მიმყოფოს დედაჩემი – გოზინაყიან, გემრიელ კერძებიანად, მთელ სადღესასწაულო სუფრას დედაჩემი მიმზადებს. ანუ ამზადებს ორი ოჯახისთვის – ჩემთვის და თავისთვის. ასე ვარ შეჩვეული და ტრადიციაა უკვე, რომ დედაჩემმა უნდა გაამზადოს მთელი საახალწლო კერძები და ტკბილეული. ყოველ წელს რომ მიგზავნის, ვეუბნები: დე, კიდევ მრავალი წელი შენ გამოგეგზავნოს-მეთქი…“
