ინგლისელი პოეტის და დრამატურგის უილიამ შექსპირის მემკვიდრეობა 38 პიესას, 154 სონეტას, უამრავ პოემასა და ეპიტაფიას აერთიანებს. მისი ნაწარმოებები პრაქტიკულად ყველა ენაზე ითარგმნა, პიესები კი, მსოფლიოს ყველა წამყვანი თეატრის სცენაზე იდგმება.
ცნობილი ადამიანების ციტატები
fortuna.ge გთავაზობთ უილიამ შექსპირის ცნობილ გამონათქვამებს:
ეჭვი ყველაზე დიდი მტერია, რადგან დაეჭვებული ყოველთვის იმას კარგავ, რაც შეიძლებოდა, რომ გქონოდა.
ყალბი სახე ყველაფერს დამალავს, რაც ვერაგმა გულმა ჩაიფიქრა.
მზერით ადამიანის მოკვლაც შეიძლება და მისი გაცოცხლებაც.
ორ ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია საიდუმლოს შენახვა, როცა ერთ-ერთმა არაფერი იცის.
ნამდვილ სიყვარულს გრძნობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე სიტყვა.
დუმილი გულგრილობას არ ნიშნავს, რადგან სინამდვილეში მხოლოდ ის ყვირის, ვისაც სათქმელი არაფერი აქვს.
ღიმილი არაფერს ნიშნავს, გაღიმება არამზადასაც შეუძლია.
ყველაფრის გაბედვა შეიძლება, რაც ადამიანისთვის დაშვებულია, ის კი, ვინც მეტს ბედავს – დიდი ხანია ადამიანი აღარაა.
ისე ტკბილია თაფლი, რომ ბოლოს მწარდება. ზედმეტი გემო, ნამდვილ გემოს კლავს.
უაზრობაა იმის ძებნა, ვისაც არ უნდა რომ იპოვო.
ნებისმიერის აზრი უნდა მოისმინო, თუმცა მხოლოდ საკუთარი გაითვალისწინო.
შეყვარებულები ხშირად ირწმუნებიან, რომ შეუძლებელს შეძლებენ და შესაძლებელსაც არასდროს აკეთებენ.
სიყვარული იმას გაურბის, ვინც გამუდმებით დასდევს და იმას ეკიდება კისერზე, ვინც მისგან გაქცევას ცდილობს.
სანამ სისხლი დუღს, ენა ყოველთვის ბევრ დაპირებას იძლევა.
მხოლოდ ნამდვილ მეგობარს შეუძლია შენი სისუსტის მიღება.
ახალგაზრდებს სიყვარული არა გულში, არამედ თვალებში აქვთ.
სასოწარკვეთისას ერთი საათიც მარადისობას ემსგავსება.
სადაც მეგობრობა სუსტდება, იქ ყალბი ზრდილობა ძლიერდება.
ხშირად თვალის დაბრმავება უფრო მოსახერხებელია, ვიდრე შორსმჭვრეტელობა.
ცხოვრება – იდიოტის მონათხრობია, სადაც ფუჭი ხმაური, სიძულვილი და სისასტიკე უფრო მეტია, ვიდრე საღი აზრი და გონიერება.
უკეთესისკენ სწრაფვაში, ხშირად იმ კარგს ვკარგავთ, რაც გაგვაჩნია.
სამყარო მაშინ გაფუჭდა, როცა პირფერობას თავაზიანობა დაერქვა.
ყოველთვის უნდობლობა ჯობია უსაზღვრო ნდობას, რადგან მხოლოდ სიფრთხილე გიცავს ადამიანის ვერაგობისგან.
მხოლოდ ისაა ნამდვილი სიყვარული, რომლისთვისაც უცხოა ანგარება.
იყო სამართლიანი, მართალი – ნიშნავს დარჩე მარტო მთელ სამყაროში.
სიყვარული სიკვდილის შიშზე ძლიერია.
სანამ სხვის განსჯას დაიწყებ, მანამდე საკუთარი თავს შეხედე და იქნებ დრო აღარ დაგრჩეს სხვისთვის.
არაფრად ღირს ის სიყვარული, რომლის გაზომვა შეიძლება.