LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Gran Torino – დიდი ლებოვსკი

106
Gran Torino - დიდი ლებოვსკი

ჯეფ ბრიჯისი ჯოელ და ითან კოენების ფილმში დიდი ლებოვსკი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ გენიალურია მთელი მისი კაი ტიპობით, ფეხზე მკიდიაობით და სიღრმით, ძმაკაცურობით და მოკლედ ზოგადი არსით, რომელიც ასეთი სახალისოა საყურებლად და ოდნავ სევდიანიც კი წარმოსადგენად.

The dude – ასე მოვიხსენიებთ კაცს, რომელიც უკვე ხანდაზმულ, შელახულ და გაუბედურებულ ფორდ გრან ტორინოს მართავს და რომელსაც Creedence Clearwater Revival-ის ჩანაწერების დიდი კოლექცია აქვს. The dude-ის მსგავსად არც გრან ტორინო გამოიყურება ისე, როგორც შეიძლება გამოიყურებოდეს. გახუნებული, დაჟანგული, დაფახფახებული, შეურაცხყოფილი. მტვრიანი სავარძლებით და გამურული ფანჯრებით. მოკლედ ყველაფერი ჭირს რაც შეიძლება მოუწესრიგებელ და მოუვლელ მანქანას სჭირდეს. არადა გრან ტორინო თავის დროზე, ძალიან პოპულარული მანქანა იყო. განსაკუთრებით მამაკაცებში. მისი თვისებები დიდ პატივისცემას იმსახურებდნენ. მიმზიდველი დიზაინი, ძლიერი ძრავა… ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება და იმის მიუხედავად, რომ გულისამრევად გამოიყურება გარედან, შინაგანად ჯერ კიდევ აქვს საკმარისი გული და სული იმისთვის რომ თავისი საქმე აკეთოს.

დიდი ლებოვსკი კინოეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა. ჯეფ ბრიჯისის პოპულარობას ხელი შეუწყო და კოენების კინოკატალოგში დღემდე უზარმაზარი ადგილი უჭირავს.

ხოლო ამ ავტოსთორის მთავარი მიზანი, გრან ტორინო კომპანია ფორდმა ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის 1968-1976 წლებში აწარმოვა. სახელი იტალიური ტურინიდან მოდის, რომელიც იტალიურ დეტროიტადაა ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები