LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Gran Turismo Sport-ის შემქმნელებმა უპრეცედენტო გრაფიკა აჩვენეს (ვიდეო)

59

სარბოლო სიმულატორის Gran Turismo Sport შემქმნელები ახალ გრაფიკასა და სხვა საინტერესო სიახლეებზე საუბრობენ.

PlayStation Experience-ის გამოფენაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გამოქვეყნებული ტრეილერი წარმოდგენას იძლევა სიმულატორის გრაფიკაზე, რომელშიც გაფართოებული დინამიური დიაპაზონი და ვირტუალური რეალობაა წარმოდგენილი. დეტალიზაციის დონე, ფერებისა და ჩრდილების თამაში ნამდვილად მაღალ დონეზეა.

ასევე, იმ ავტომობილების ფოტოების დემონტრირებაც მოხდა, რომლებიც თამაშის ამ სერიაში პირველად გამოჩნდება, მათ შორის არის: Ford Focus Gr.B, Honda NSX ‘2017, Mercedes-AMG GT და სხვები.

Gran Turismo Sport PlayStation®4-სთვის 2017 წელს გამოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები