საზოგადოება 2021 წლის „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალს სულმოუთქმელად ელოდა, თუმცა იმედები უნდა გაგიცრუოთ, 31 იანვარს ცერემონია აღარ გაიმართება. პანდემიის გამო ის მარტამდე გადაიდო, ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, კალიფორნიაში COVID-19-ის შემთხვევები მნიშვნელოვანად გაიზარდა, სწორედ ამიტომ ღონისძიება 14 მარტს ჩატარდება.
„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე მუსიკალურ ინდუსტრიის წარმომადგენლებისა და ასობით ადამიანის ჯანმრთელობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის 63-ე დაჯილდოების ნომინანტების სიას გადავხედოთ. ბიონსე, ტეილორ სვიფტი, როდი რიჩი და დუა ლიპა ნომინაციების რაოდენობით 2021 წლის ლიდერები არიან. მათ შორის უპირობო ლიდერი კი ბიონსეა, ის 9 კატეგორიაშია წარდგენილი. ტეილორ სვიფტი, რეპერი როდი რიჩი და დუა ლიპა გამარჯვებისთვის 6-6 ნომინაციით იბრძოლებენ.
2021 წლის „გრემის“ ნომინანტები დასახელდნენ
ცერემონია 31 იანვარს ჩატარდება და ის CBS-ის ეთერით გადაიცემა. შოუს კომიკოსი ტრევორ ნოა გაუძღვება