LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ გეგელია: „ის, თუ რომელ თვითმარქვიას დასვამენ ახლა ე.წ. პრეზიდენტად, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობით არ გამოირჩევა“

125
გრიგოლ გეგელია

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. პრეზიდენტის ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს – 29 დეკემბერს გაიმართება. დღეს კი „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს.

ვის წარადგენს მმართველი გუნდი პრეზიდენტობის კანდიდატად? – საკითხზე ოპოზიციაში განცხადებები კეთდება:

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

„რომელ თვითმარქვიას დასვამენ ახლა ე.წ. პრეზიდენტად, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობით არ გამოირჩევა – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტს არ აქვს ლეგიტიმაცია, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, ვის წარადგენს „ქართული ოცნება“ კანდიდატად.

„არავითარი არსებითი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, ვის წარადგენს „ქართული ოცნება“ კანდიდატად, იმავე მარტივი მიზეზით, რომ ეს არ არის ლეგიტიმური პარლამენტი, ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, მათ არ გააჩნიათ საქართველოს ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა, შესაბამისად, ის, თუ რომელ თვითმარქვიას დასვამენ ახლა ე.წ. პრეზიდენტად, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობით არ გამოირჩევა“, – განაცხადა გეგელიამ “რუსთავი ორთან“.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს. პარტიის ცნობით, ამ მიზნით 10:00 საათზე „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება, 10:30 საათზე კი პოლიტიკური საბჭოს სხდომაა ჩანიშნული. მათივე განმარტებით, განცხადება 11:00 საათზე გაკეთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g