LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ ლილუაშვილი – ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა

422
ფორტუნა - 2023-10-19T235336.265

სუსის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა, გენერალურმა პროკურორმა, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა, ოთარ ფარცხალაძემ საქართველო დატოვა.

„ბატონმა ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველო, გამოკითხვიდან მეორე დღეს”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილის თქმით, სუსში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.

„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში. ეს მუხლი ითვალისწინებს სასჯელს 7-იდან 15 წლამდე. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმის შესახებ გამოძიების დაწყებიდან მეორე დღესვე გამოიკითხა და არა დაიკითხა, რადგან ჩვენ სამსახურს კანონმდებლობით გამოკითხვის უფლება გვაქვს. მინდა, გითხრათ, რომ ფარცხალაძის მიერ გამოკითხვის რეჟიმში მოწოდებული ინფორმაცია არაფრით განსხვავდება იმ ინფორმაციისაგან, რომელიც მან განათავსა საჯარო სივრცეში. ასე რომ, შინაარსს ადვილად მიხვდებით. მან საჯარო სივრცეში რაც განაცხადა, ამაზე დიდი არაფერი განუცხადებია. ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება გამოძიების გეგმის მიხედვით გაიწერა. მათი უმეტესი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი კი შესრულების პროცესში“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

პრეზიდენტმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა

შეგახსენებთ, აშშ-მა რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ სანქციები დაუწესა ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ფეესბე) იყენებდა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად. ამასთან, ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ფარცხალაძე სასანქციო სიაში წარდგენილია რუსეთის ეკონომიკის საკონსულტაციო სექტორის მენეჯმენტში საქმიანობისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო სუს-მა საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g