LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლეთში საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა

81
ხანძარი გრიგოლეთში 2

გურიის რეგიონში, დაბა გრიგოლეთში ხანძარია.

როგორც “ფორტუნას” გურიის მკვიდრებმა განუცხადეს, ცეცხლი სამ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კოტეჯები სრულად დაიწვა, მოსახლეობამ საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ შეძლო.

მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძარი თავდაპირველად ერთ სახლში გაჩნდა, ძლიერმა ქარის გამო კი, დანარჩენ ორ კოტეჯზეც გადავიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე მაშველების 4 ეკიპაჟი – მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.

 

პოპულალურები