LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგორი ლეპსის 43 წლით უმცროსი საცოლის ბებია ამბობს, რომ ასაკობრივ სხვაობას ჯვრისწერა გამოასწორებს

542
გრიგორი ლეპსის 43 წლით უმცროსი საცოლის ბებია ამბობს, რომ ასაკობრივ სხვაობას ჯვრისწერა გამოასწორებს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართული წარმოშობის რუსი მომღერალი, კრემლის პროპაგანდისტი გრიგორი ლეპსი, 18 წლის მოდელზე, ავრორა კიბაზე ქორწინდება. 61 წლის მუსიკოსისა და 18 წლის მოდელის რომანს რუსეთშიც კი, დიდი სკანდალი უწოდეს.

ამ ფაქტს მალევე გამოეხმაურა 18 წლის კიბრას ბებია, რომელმაც ყველას ურჩია, ჭორაობას თავი დაანებონ და მოვლენების განვითარებას დაელოდონ: „ერთად გამოჩნდნენ და უკვე ქორწილია? არაფერი ვიცი ამ თემაზე, მაგრამ, ჯერ უნდა იყოს ჯვრისწერა, ეს ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, ყველაფერი წესის მიხედვით, ასაკობრივი სხვაობაც გამოსწორდება“ – ამბობს ბებია, რომელიც თავად 74 წლისაა.

გრიგორი ლეპსმა ახალი რჩეული „მუზ ტივის“ მუსიკალურ დაჯილდოებაზე წარადგინა. თავის მხრივ 18 წლის ავრორა, მუსიკოსთან რომანის შესახებ, სოციალურ ქსელებში, ღიად წერს.

კრემლის პროპაგანდისტი მომღერალი, 61 წლის გრიგორი ლეპსი 18 წლის სტუდენტზე ქორწინდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები