LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგორიადისის ადვოკატებმა, პრემიერის და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს: „ვითხოვთ ბოდიშის მოხდას.. ღირსებისა და პატივის შემლახველი განცხადებების გამო, სამოქალაქო წესით პასუხი აგონ“

152
Untitled design (4)

ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

„ყველამ ნახა, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი“ – პრემიერი ლაზარე გრიგორიადისზე

„რადიკალური ოპოზიცია თავად არის პასუხისმგებელი ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა რუსთაველზე” – კობახიძე გრიგორიადისის საქმეზე 

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, უფლებადამცველებმა სარჩელი ბრალდებულისთვის მორალური ზიანის მიყენებისთვის შეიტანეს.

დაცვის მხარე პრემიერ-მინისტრისა და ირაკლი კობახიძისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 15-15 ლარის გადახდას ითხოვს:

„მნიშვნელოვანია, რომ ცალკე იყოს გამოყოფილი და ისე წარიმართოს სასამართლოში სამოქალაქო სარჩელით საქმე, რომელიც ლაზარე გრიგორიადისის პატივისა და ღირსების შელახვას ეხება.

ლაზარესთან ერთი თვის განმავლობაში კონსულტაციები გვქონდა. მას მიაჩნია, რომ ეს სარჩელი სასამართლოში აუცილებლად უნდა შევიდეს და იმ მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებსაც ქვეყნისა და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა აქვთ, პასუხი უნდა მოეთხოვოთ.

ღირსებისა და პატივის შემლახველი განცხადებების გამო, სამოქალაქო წესით პასუხი აგონ. ამ სარჩელით ვითხოვთ, რომ სიმბოლური თანხა, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს, 15-15 ლარის ოდენობით დაეკისროთ.

ასევე, რაც მთავარია, საჯაროდ ბოდიში მოიხადონ და რომელი საინფორმაციო არხებითაც ეს შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი გამონათქვამები გავრცელდა, სწორედ მათი საშუალებით გავრცელდეს მათი მობოდიშებაც ლაზარეს მიმართ“, – თქვა ალეკო ცქიტიშვილმა.

გრიგორიადისის ერთ-ერთი უფლებადამცველი დიმიტრი ნოზაძე განმარტავს, თუ რატომ დააწესეს მინიმალური ოდენობის თანხა:

„თანხა ამოსავალი წერტილი არ არის, ამიტომ არის მინიმალური ოდენობის. ჩვენთვის მთავარია, რომ სასამართლომ სწორად იმსჯელოს და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ლაზარეს მიმართ შეურაცხყოფისა და მორალური ზიანის მიყენების ფაქტი დაადგინოს“, – ამბობს დიმიტრი ნოზაძე.

ცნობისათვის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 7, 8 და 9 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით, 29 მარტს დააკავეს, 31 მარტს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისის აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლასთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო 

„ექსპერტიზის დასკვნით, გრიგორიადისის ქურთუკზე ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა, რითაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილთან შემხებლობა დასტურდება“ – ადვოკატის ცნობით, პოლიციელმა ჩვენება შეცვალა

ფოტო სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები