LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

246
fot

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ წინასასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ამასთან, გადაისინჯა ლაზარე გრიგორიადისის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

პროცესზე გრიგორიადისმა სიტყვით ისარგებლა.

„მიმალვა რომ მნდომებოდა, ერთი თვის განმავლობაში დავიმალებოდი. ტანსაცმელი, რომლითაც ამიყვანეს, იგივე ტანსაცმელი იყო, რაც აქციაზე მეცვა,“ – თქვა გრიგორიადისმა.

ფოტო მთავარ სლაიდზე „ფორმულა“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g