LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველამ ნახა, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი“ – პრემიერი ლაზარე გრიგორიადისზე

208
Untitled design (1)

„მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა, საბოლოო მიზანი კი ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების დროს განაცხადა და ე.წ მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ანარქისტს პოლიციელის ცოცხლად დაწვა ჰქონდა განზრახული“.

„ის გეგმა, რაც ჩვენს წინააღმდეგ არსებობდა – უკრაინიზაციისა და მეორე პოლიგონად გადაქცევის გეგმა, ჩვენს მტრებს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ.

რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი, გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, როგორ ესროლა ერთ-ერთმა ანარქისტმა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი, ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა.

მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია – ამას არავის არ ვაპატიებთ, ეს არის მიუღებელი, წითელი ხაზი, რომელზედაც ჩვენ უკომპრომისო ვიქნებით.

რაც შეეხება ანარქისტებს და მათ ინსტრუქტორებს, ეს ადამიანები მომზადებულები იყვნენ რომ პროვოკაციები და პოლიციაზე თავდასხმები მომხდარიყო“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამავე თემზე:

კალაძე ლაზარე გრიგორიადისზე: „ეს პიროვნება შემსრულებელი იყო, რაც ძალიან ცუდია და უნდა დაიგმოს.. უნდა გაირკვეს, ვინ იყვნენ ორგანიზატორები“

„ლაზა, მამი, შევაკვდები ამ რუსეთუმე მთავრობას, აუცილებლად შენ გარეთ იქნები“ – ლაზარე გრიგორიადისის მამა 

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა 

„დროას“ წევრი არ არის, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ“ – რა ვიცით აქციის მონაწილე 21 წლის ბიჭზე, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს 

ლაზარე გრიგორიადისის მამა: ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს – ბოლომდე ვიბრძოლებ ხალხთან ერთად 

ჯაფარიძე გრიგორიადისზე: „ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-იდან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ“

„ციხეში მხოლოდ იმიტომ უშვებენ, რომ „ოცნებას“ ხელიდან გამოგლიჯა მისი სამშობლო, რომელსაც არუსებდნენ – თუ ამ მოზარდს გაწირავენ აქციები უნდა დავიწყოთ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g