„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება აუცილებელია, პირველი პარტია, 43 000 დოზა უკვე შემოსულია, მომავალ კვირაში დაიწყება რისკ-ჯგუფების აცრა“, – ამის შესახებ განცხადება დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.
მისი განმარტებით, კორონავირუსზე აცრების პარალელურად, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია.
„მომავალ კვირაში დაიწყება სამედიცინო პერსონალის, ორსულების და დიალეზზე მყოფი პირების აცრა. შემდგომ, ოქტომბერში, ქვეყანაში მეორე და მესამე პარტია რომ შემოვა, უფრო გაფართოვდება რისკ-ჯგუფები. დაემატება ქრონიკული ავადმყოფები, ბავშვები და ა.შ.“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.