LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიპის ვირუსის მეორე ტალღისთვის ქვეყანა მზად არის – ამირან გამყრელიძე

216
amiran_gamkrelidze

საქართველო გრიპის ვირუსის მეორე ტალღას ელოდება და ამისთვის მზად არის. როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, ქვეყანაში „ტამიფლუს“ საკმარისი მარაგია, რომ ამბულატორიულ სექტორში დროულ ეტაპზე დაიწყოს ანტივირუსული მკურნალობა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გასულ წელს 41 ათასმა ადამიანმა გაიკეთა.

„ევროპაში გრიპის სეზონი მე-40 კვირას იწყება და მომავალი წლის მე-20 კვირამდე გრძელდება. ჩვენ გრიპზე დაკვირვების მრავალწლიანი მაჩვენებელი გვაქვს. შეიძლება, იყოს ერთი, ორი ან მეტი ტალღა. არ არის აუცილებელი, მეორე ტალღა თებერვალში იყოს, მაგრამ ქვეყანა მზად უნდა იყოს. ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაშია. თუ თებერვალში გრიპის ვირუსის მატება იყო, ამისთვის ჯანდაცვის სისტემა შესაბამის ზომებს მიიღებს. რაც შეეხება „ტამიფლუს“, მისი გაცემა სეზონის ბოლომდე რეცეპტის ან ფორმა 100-ის საფუძველზე უფასოდ გრძელდება,“ – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, 2013 წლის შემდეგ ხელისუფლება მოსახლეობას დიდი რაოდენობით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g