LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიპის ვირუსის მხრივ სიტუაცია წყნარდება და მშვიდდება – დავით სერგეენკო

76
დავით სერგეენკო

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპით ავადობამ სეზონურ მაჩვენებელს მიაღწია. მისივე თქმით, ჯანდაცვის სერვისების მიღების მხრივ დეფიციტი არ ყოფილა.

„გრიპით ავადობა უკვე დაუბრუნდა სეზონურ მაჩვენებელს. არა მინიმალურს, ფონურს, არამედ, სეზონურს, რაც წინა წლებში იყო. ამ მხრივ საფრთხეები ნორმის ფარგლებშია ჩამოსული. არ ყოფილა არც ჯანდაცვის სერვისების მიღების მხრივ დეფიციტი, არც მედიკამენტზე, არც ვაქცინაცია, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ მხრივ, სიტუაცია წყნარდება და მშვიდდება,“ – აღნიშნა მინისტრმა.

დავით სერგეენკო გრიპის მეორე, სავარაუდო ტალღასთან დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ მის მიმართ ჰიპოთეტური მოლოდინი არსებობს და არა რეალური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g