ზლატანი: „შევხვდებით იტალიაში. შევუერთდები კლუბს, რომელიც გამარჯვების გზაზე უნდა დადგეს“. დიდი ალბათობით, საუბარი „მილანზეა“.
გატუზომ შესაძლოა ანჩელოტი შეცვალოს „ნაპოლიში“.
„იუვეს“ დირექტორი: „“ოქროს ბურთი“ – რონალდოს მიზანია მომდევნო წელს. მას სურს დაამტკიცოს, რომ ნომერი ერთია“.
ლიონელ მესი: „მე ვიღებ წინადადებას ყოველ წელს, მაგრამ ყველა კლუბმა იცის, რა მინდა მე“.
ლა ლიგამ შესაძლოა „ატლეტიკო“ დასაჯოს და ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ათამაშოს. მიზეზი „ბარსასთან“ მატჩის დროს გამოთქმული სურვილია: „გრიზმან, მოკვდი!“
კავანი, პიონტეკი, ბელოტი და როდრიგო – „ატლეტიკოს“ შორტ ლისტში არიან.
სულშერი ითხოვს, რომ „მანჩესტერის“ ფეხბურთელები მატჩებზე საკლუბო პიჯაკებით მივიდნენ და აღარ ატარონ პირადი სპონსორების ტანსაცმელი.
„მან სიტის“ 84 გოლი აქვს პრემიერლიგაში 2019 წელს. ტოპ 5 ლიგაში უფრო მეტი მხოლოდ „ბაიერნმა“ და პსჟ-მ გაიტანეს.
ერიქსენი არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს „ტოტენჰემთან“ და შესაძლოა ზამთარშივე წავიდეს. მისით „ინტერი“ და „იუვე“ არიან დაინტერესებული.
ბრენდან როჯერსი „არსენალზე“: „რატომ უნდა წავიდე „ლესტერიდან“. კლუბი არ მაგდებს და მე კი კმაყოფილი ვარ სამუშაოთი“.
ჟოზე მოურინიო: „მანჩესტერი“ ჩემ წიგნში ისტორიად დარჩა. თავი დახურულია“.
მოურინიომ გამორიცხა „სპორტინგელი“ ბრუნუ ფერნანდეშის „ტოტენჰემში“ გადასვლა.