LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გთხოვ, მაპატიო, დიდმა ძმამ ვერ დაგიცვა – გურამიშვილზე მოკლულის ძმა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

13007
page

“მისტერ ვალენტინი 2014 ” და “ცეკვავენ ვარსკვლავების” მონაწილე თორნიკე ტყემალაძე გურამიშვილის გამზირზე მოკლული 21 წლის შაკო ტყემელაძის ძმაა. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილ ძმას პატიებას სთხოვს.

„ჩემო ერ­თა­დერ­თო და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო, ჩემო პა­ტა­რა ძმაო, გთხოვ მა­პა­ტიო ყველაფერი, არ მინ­და ტი­რი­ლირად­გან შენ­თან ერ­თად ყოფ­ნა ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­უ­რი და სა­სა­ცი­ლო იყო… გთხოვ მა­პა­ტიო ეს ყვე­ლა­ფე­რიშენ­მა დიდ­მა ძმამ ვერ და­გიც­ვა, ეს სი­ნა­ნუ­ლი კი შენ­თან შეხ­ვედ­რამ­დე გამ­ყვე­ბა… იმე­დი მაქვს შევხვდებით კიდევ… მა­ნამ­დე კი, მინ­და გი­თხრა – მიყ­ვარ­ხარ და სულ ვი­ა­მა­ყებ შე­ნით“, – წერს თორ­ნი­კე ტყე­მა­ლა­ძე.

შეგახსენებთ, გურამიშვილზე , ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მკვლელობა 24 ივლისს მოხდა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

gura

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g