LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გთხოვთ, არ აკოცოთ ბავშვებს ცხვირ-ტუჩში და ხელებზე და არც გარშემომყოფებს მისცეთ ამის უფლება – ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაცია

781
ინგააი

,,ნიუ ჰოსპიტალის” ამბულატორიული პედიატრიის სამსახურის უფროსი, ,,მზიური მედის” პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ვირუსის პრევენციისთვის მოქალაქეებს კონკრეტული რეკომენდაციით მიმართავს.

ვირუსები და მათი პრევენცია – ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი გადაცემაში „სტუმრად ექიმთან"

შემეცნებითი ხასიათის, ინტერაქტიულმა პროექტმა ”სტუმრად ექიმთან” სტარტი აიღო. ყოველ ოთხშაბათს, 20:00 საათზე, „ავტორადიოს“ ცნობილი ექიმები ესტუმრებიან.  სწორედ ამ ადამიანებისგან მიიღებს საზოგადოება პასუხს აქტუალურ თემებსა და პრობლემებზე, ასევე მითებსა და ალტერნატიული მკურნალობის მეთოდებზე,  სიმპტომების სწორ კვალიფიკაციასა და დროულ პრევენციაზე. გადაცემის პირველი სტუმარი „ამტელ-კლინიკის” პედიატრიის განყოფილების ხელმძღვანელი, ცნობილი პედიატრი, ქალბატონი ინგა მამუჩიშვილი იყო, რომელმაც ვირუსებსა და მათი პრევენციის შესაძლებლობებზე ისაუბრა. […]

,,ვირუსული ინფექციების პერიოდი დაიწყო,ამიტომ უდიდესი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჰიგიენური ნორმების დაცვას!!არ ვატაროთ პატარები ხალხმრავალ ადგილებში! ნუ წავიყვანთ ავადმყოფ ბავშვს ბავშვთა დაწესებულებაში,ნუ დავიწყებთ თვითნებურად ანტიბიოტიკოთერაპიას,მიეცით მეტი სითხე,ვიტამინიზირებული კვება და კიდევ ერთხელ გთხოვთ არ კოცნოთ სახეზე,ხელებზე,ტუჩ-ცხვირის არეში განსაკუთრებით!!!”- წერს პედიატრი სოციალურ ქსელში

ამავე თემაზე ვრცლად იხილეთ:

ინგა მამუჩიშვილი: როგორ დავიცვათ ბავშვი ვირუსებისგან და მოვამზადოთ ზამთრის სეზონისთვის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები