ახალგაზრდა გოგონას, რომელსაც იუნგის სარკომა დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, მარიამ ცუხიშვილი ავრცელებს.
მარიამ ცუხიშვილი ამბობს, რომ პაციენტს უკვე ჩაუტარდა ოპერაციაც და ქიმიოთერაპიაც, თუმცა უშედეგოდ.
მისი თქმით, საჭიროა საზღვარგარეთ განაგრძოს ახალგაზრდა გოგომ მკურნალობა, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს:
„თეოსთვის მოგესალმებით მეგობრებო! გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ და მაქსიმალურად გადააზიაროთ რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ეს პოსტი!!
ყოველი დაკარგული დღე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ ლამაზ გოგოს დაუდგინდა იუნგის სარკომა (ჩაუტარდა ოპერაციაც და ქიმიოთერაპიაც, თუმცა უშედეგოდ)
საჭიროა მისი მკურნალობა საზღვარგარეთ რისი საშუალება ოჯახს აღარ აქვს და იქნებ შევძლოთ მცირედით დახმარება
სიკეთის და სიყვარულის განსახიერება ჩემი თეო ის თავის ერთადერთ ბიჭს სჭირდება თავის ცისთვალა მათეს უთბილეს და უსაყვარლეს.
მივუთითებ ანგარიშის ნომრებს:
საქართველოს ბანკი: GE04BG0000000594641293 ცირა მუსელიანი.
„თიბისი“ ბანკი: GE47TB7413345068100038 თეონა მუსელიანი“, – წერს მარიამ ცუხიშვილი სოციალურ ქსელში.
#თეოსთვის მოგესალმებით მეგობრებო!!🆘️🆘️ 🆘️🆘️🆘️. გთხოვთ ბოლომდე წაიკითხოთ და მაქსიმალურად გადააზიაროთ რომ რაც შეიძლება…
Posted by მარიამ ცუხიშვილი on ოთხშაბათი, 19 მარტი, 2025