შოვში, სტიქიის ზონიდან ამოსვენებული 31 მოქალაქიდან 28 იდენტიფიცირებულია, 3 გარდაცვლილთან დაკავშირებით კი პასუხს ელოდებიან.
სოციალურ ქსელში გულისტკივილით წერენ, როგორ იქცა სამოთხე, შოვი ჯოჯოხეთად.
ზოგიერთი მოქალაქის აზრით კი, რომ შოვი ჯოჯოხეთად არ უნდა მოვიხსენიოთ.
„ეს ადგილი ახლაც ასეთია. გთხოვთ, ჯოჯოხეთად ნუ მოიხსენიებთ. უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, უმწარესი, მაგრამ იქ ხალხი ცხოვრობს, მეგობრებო.
ბავშვებს ზრდიან იქ არიან ზამთარ-ზაფხულს. ჯოჯოხეთს ნუ უწოდებთ, იმ ხალხს გამხნევება სჭირდება, ბუნების სილამაზე არსად წასულა. იმ კონკრეტულ ადგილს სადაც მეწყერმა გადაუარა, ცუდი დასანახია და მით უმეტეს, როცა ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ჩვენ დავკარგეთ უახლოესი ნათესავები, ოჯახის წევრი, თანამოქალაქე. ეს ყველას ტრაგედიაა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ იქ ხალხი ცხოვრებას აგრძელებს. მათ ისედაც დაზიანებულ ფსიქიკას, აღარ უნდა ამდენი ნეგატივის წაკითხვა და გაგონება.
ყველას გვტკივა, მაგრამ იქ დარჩენილ არასრულწლოვნებზეც იფიქრეთ. შოვის სილამაზე არსად წასულა. ბუბის მეწყერმა შოვს წაართვა ადამიანები, ეგაა უბედურება თორემ შოვი ისევ ისეთი მწვანე და ლამაზი იქნება“, – წერს მოქალაქე.
„შოვი ჩემთვის დასრულდა.. იქ აღარასდროს ავალ“ – დავით ჯელაძე