LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა დავივიწყოთ ეს კოშმარი.. მახსოვს, გზაში დაცემა და წამოდგომის მომენტში ერთი წამით დანახული მთა, რომელიც მოგვსდევდა – რას წერს შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე

818
ფორტუნა - 2023-08-25T095323.619

შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ შეუძლებელია, 3 აგვისტოს დავიწყება.

„რაც უფრო გადის დრო მით უფრო ვიაზრებ შოვის სტიქიის სიმძაფრეს. დღეს მთელი დღე შოვზე მეფიქრება და გადავწყვიტე რუკაზე მომეძებნა ადგილები სად ვიყავით და რამდენი ვირბინეთ და რეალური სურათი უბრალოდ წარმოუდგენელია. წითლად მონიშნულია ადგილი სადაც ოჯახური პიკნიკი გვქონდა სტიქიის დაწყების დროს და ყვითლად ჩვენი სირბილის ტრაექტორია. არ მჯერაა!! ჩვენი სირბილის პარალელურად მიჰქონდა მამისონის და სხვა კოტეჯები. ამ დაღმართზე შოთა ბავშვით ხელში მორბოდა!

მახსოვს, გზაში დაცემა და წამოდგომის მომენტში ერთი წამით დანახული მთა, რომელიც მოგვსდევდა…
მერე გადახტომა საშინელ მწვანე ღობეზე და ბოლოს მივაღწიეთ კალცის ხიდზე, სადაც უკვე მეწყერი ჩვენც მოგვწვდა… ჩემი ქმარი ჩემი გმირია, სასწაული შეძლო! ამ უბედური სტიქიიდან კოტიკო ისე გამოიყვანა, რომ ნაკაწრიც არ ჰქონდა! არ მაძლევდა დანებების საშუალებას და ზურგზე მოსმულ ბავშვთან ერთად ლაფში მუხლამდე ჩაფლული ამოვყავდი…
როგორ უნდა დავივიწყოთ ეს კოშმარი“. – წერს მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში.

რაც უფრო გადის დრო მით უფრო ვიაზრებ შოვის სტიქიის სიმძაფრეს. დღეს მთელი დღე შოვზე მეფიქრება და გადავწყვიტე რუკაზე…

Posted by Berianidze Mariami on Thursday, August 24, 2023

 

„2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში.. გადავრჩით სასწაულებრივად“ – რას ჰყვება შოვში მეწყერს გადარჩენილი გოგო

„ჩვენი სამოთხე ჯოჯოხეთად იქცა.. შოთის თვალები მახსენდება, როცა მეწყერის 3 მეტრიანმა ტალღამ დაგვარტყა და უთქმელად, თვალებით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს“ – მარიამ ბერიანიძე შოვში, სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები