LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში.. გადავრჩით სასწაულებრივად“ – რას ჰყვება შოვში მეწყერს გადარჩენილი გოგო

747
364226256_189943544080960_4480411144555650404_n

მარიამ ბერიანიძე Facebook-ზე წერს, რომ სტიქიას რაჭაში სასწაულებრივად გადაურჩნენ. მარიამი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მეწყერში მოყოლილი ადამიანების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოახერხეს.

„კარგად ვართ მეგობრებო ❤ გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა. 2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში. ჩვენს თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა და იმედი მაქვს ცოცხლებს იპოვიან.

ბევრი მწერთ და ბევრიც მირეკავთ ნომერზე მაგრამ ვერ გპასუხობთ, რადგან ჩემი ტელეფონი ისევე, როგორც ჩვენი სხვა დანარჩენი ყველა ნივთი წაიღო მეწყერმა. ჯერ კიდევ არ მჯერა რომ გადავრჩით და კარგად ვართ. 1 საათის წინ ჩამოვედით თბილისში. მადლობა ყველას მოკითხვისთვის.

უღრმესი მადლობა რაჭველ საოცარ ბიჭებს, რომლებიც შოვში ტყეზე გადმოვიდნენ და ჩვენი იმედის ნაპერწკალი გააღვივეს. უდიდესი მადლობა ონის საავადმყოფოს მთელს პერსონალს!! და უდიდესი მადლობა ჩვენს ძვირფას მეგობრებს, რომლებიც თბილისიდან ონში უსწრაფესად გაჩნდნენ“, – წერს მარიამ ბერიანიძე.

 

კარგად ვართ მეგობრებო <3 გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა. 2…

Posted by Berianidze Mariami on Thursday, August 3, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g