LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენი სამოთხე ჯოჯოხეთად იქცა.. შოთის თვალები მახსენდება, როცა მეწყერის 3 მეტრიანმა ტალღამ დაგვარტყა და უთქმელად, თვალებით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს“ – მარიამ ბერიანიძე შოვში, სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

9248
Untitled design (1)

მარიამ ბერიანიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, ვინც 3 აგვისტოს, შოვში მომხდარ სტიქიას გადაურჩა. მარიამი სტიქიის ეპიცენტრში მეუღლესთან და შვილთან ერთად მოექცა.

„2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში.. გადავრჩით სასწაულებრივად“ – რას ჰყვება შოვში მეწყერს გადარჩენილი გოგო

მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს,რომელიც შოვში, მეწყერის ჩამოწოლამდე რამდენიმე საათით ადრეა გადაღებული და წერს, რომ „სამოთხე ჯოჯოხეთად იქცა“.

„შოვში პირველად 6 წლის წინ ვიყავით. ფეხით გვაქვს შემოვლილი იქაურობა. ბუბის ნამონასტრალზეც ნამყოფები ვართ, არასდროს დამავიწყდება ის სილამაზე. შოვის გახსენებაზეც პირველი ის ადგილი მიდგებოდა თვალწინ, თუმცა ახლა შოვზე პირველი შოთის თვალები მახსენდება, იმ მომენტში როცა მეწყერის 3 მეტრიანმა ტალღამ დაგვარტყა და უთქმელად, თვალებით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს.

მტკივა თითოეული გარდაცვლილი ადამიანი და მათი ფიქრები სიკვდილის წინ.

პ.ს. ფოტო გადაღებულია ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე. ჩვენი სამოთხე ჯოჯოხეთად იქცა“, – წერს მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში.

 

შოვში პირველად 6 წლის წინ ვიყავით. ფეხით გვაქვს შემოვლილი იქაურობა. ბუბის ნამონასტრალზეც ნამყოფები ვართ, არასდროს…

Posted by Berianidze Mariami on ოთხშაბათი, 09 აგვისტო, 2023

 

ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში, სტიქიის შედეგად დაღუპული 24 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მათგან იდენტიფიცირებულია 20, ცხრა დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.

„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი 

“5 ნაბიჯში მთლიანი მთა მოგვდევდა, როგორ ავდექი, არ მახსოვს” – მარიამ ბერიანიძე

„ვერტმფრენი რომ გამოჩნდა, 7-ს აკლდა 5 წუთი.. რაჭველი ბიჭები მოვიდნენ პირველად დასახმარებლად” – შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ოჯახის საოცარი ისტორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g