LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერტმფრენი რომ გამოჩნდა, 7-ს აკლდა 5 წუთი.. რაჭველი ბიჭები მოვიდნენ პირველად დასახმარებლად” – შოვის ტრაგედიას გადარჩენილი ოჯახის საოცარი ისტორია

1998
ფორტუნა - 2023-08-09T165145.525

4 წლის კოტიკო ჯაბაურის ოჯახი შოვში მომხდარ ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩა. ჟურნალ „სარკესთან“ კოტიკოს დედა მარიამ ბერიანიძე სტიქიის დროს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს,

„ვხედავდით, როგორ აძვრნენ ხეზე ბიჭი და გოგო, ის ხე მთლიანად მოგლიჯა და წაიღო საშინელმა ტალღამ, ერთი ქალი კი წყაროსთან იჯდა და ისე წაიღო, ვერც მიხვდა, რა ხდებოდა.            ვნახეთ, ასევე ერთი მანქანა, რომელშიც გოგო და ბიჭი ისხდნენ და ისე წაიღო საშინელმა ტალღამ. არც მახსოვს, რა ფერის იყო ის მანქანა… ვიცი, რომ გადმოსვლა ვერ მოასწრეს და პანიკაში მყოფები გაიყოლა მთის მასამ. არ ვიცი, რა ბედი ეწიათ. ყველაფერი წამებში ხდებოდა“. – ამბობს მარიამი.

მარიამი იმ მომენტს იხსენებს, როდესაც მათ დასახმარებლად რაჭველი ბიჭები მივიდნენ.

„რაჭველი ბიჭები მოვიდნენ პირველები, რომლებიც მთაზე გადმოვიდნენ შოვის მხრიდან. რადგან მეორე მხრიდან გზა არ იყო. დაშლილი კოტეჯის ფიცრებისგან ბილიკი გაგვიკეთეს და სამშვიდობოს  გაგვიყვანეს.  ის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ვერტმფრენს შეეძლო დაჯდომა. ვერტმფრენი რომ გამოჩნდა, 7-ს აკლდა 5 წუთი. იქ უკვე სხვა მაშველები დაგვხვდნენ, რომლებმაც ვერტმფრენში ჩაგვსხეს და უსაფრთხო ადგილად გადაგვიყვანეს“. – იხსენებს მარიამი „სარკესთან“ საუბარში.

3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის ცნობილია 21 გარდაცვლილის შესახებ, 12 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

ვიდეო: “არ მელაპარაკები? მეწყინება იცოდე” – შოვის სტიქიის დროს გადარჩენილ 5 წლის კოტეს ხვიჩა კვარაცხელიამ დაურეკა

„2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში.. გადავრჩით სასწაულებრივად“ – რას ჰყვება შოვში მეწყერს გადარჩენილი გოგო

„ისეთი მაგარი მაშველი უნდა გამოვიდე…“ – შოვის სტიქიას გადარჩენილი პატარა კოტე ამბობს, რომ მაშველი უნდა გამოვიდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g