შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში 12 ადამიანს ეძებენ.
„ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ცხრა ლოკაციაზე. დიდი ტერიტორია გვაქვს უკვე გადამოწმებული. ხელს გვიწყობს ვითარება. მდინარის კალაპოტის საშუალებით ვცდილობთ, მასა ჩავრეცხოთ მდინარეში, რომ ადგილი გავითავისუფლოთ. მაღალი ტემპერატურაა და არსებობს გარკვეული სახის დაავადებების საფრთხე. ყველა ზომა გვაქვს მიღებული. ვცდილობთ, ყველაფერი იყოს პროტოკოლის ფარგლებში. მდინარის კალაპოტში, 25-კილომეტრიან პერიომეტრზე ვახორციელებთ მონიტორინგს. ამ დროისთვის ვეძებთ 12 ადამიანს“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.