LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გთხოვთ, მოგვაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, სადაც ბუნებრივი გაზი ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი“ – რა ინფორმაციას ავრცელებს ენერგოომბუდსმენი

149
ბუნებრივი გაზი

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს მოუწოდებს, თუ ამ დრომდე მათთან ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგენილი არ არის, სამსახურს ინფორმაცია მიაწოდონ.

ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ენერგოომბუდსმენი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: მისამართი, კორპუსი, საკონტაქტო პირი, ტელეფონის ნომერი.

კახა კალაძე: „მაღალი წნევის გაზმომარაგების მილი გადაბმის წერტილში იყო დაზიანებული, მესამე პირის ბრალეულობა ამ ეტაპზე არ იკვეთება“

ამ ეტაპზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ გაზმომარაგების ქსელში დაზიანება მესამე პირის ჩარევით მოხდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „თბილისი ენერჯის“ ქსელზე მომხდარი დაზიანების საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ჰქონდა კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია, პრობლემა თითქმის აღმოფხვრილია და გაზის სრულად ჩართვა უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით მოხდება. „იყო ვარაუდი, რომ, შეიძლება, მესამე პირის […]

„მომხმარებელთა საყურადღებოდ! გთხოვთ, მოგვაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, სადაც ბუნებრივი გაზი ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი (მისამართი, კორპუსი, საკონტაქტო პირი და ტელეფონის ნომერი).

ენერგოომბუდსმენის სამსახური მიღებს სათანადო ზომებს, რათა ბუნებრივი გაზის აღდგენა მოხდეს დროულად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ნომერზე 2 42 01 90 ან სოციალური გვერდის საშუალებით.

„თბილისი ენერჯი“ – „ვაკეს სრულად მიეწოდება გაზი, საბურთალოზე კი ჩართულია 65%“

📣 მომხმარებელთა საყურადღებოდ! გთხოვთ, მოგვაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, სადაც ბუნებრივი გაზი ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი…

Posted by Energy Ombudsman ენერგოომბუდსმენი on ოთხშაბათი, 12 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g