LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაური 30 წლის იუბილეს გრანდიოზული სიახლეებით ხვდება (იხილეთ ფოტოები კურორტიდან)

168

კურორტი გუდაური 30 წლის იუბილეს გრანდიოზული სიახლეებით ხვდება. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, კურორტზე მსოფლიოში საუკეთესო ფირმების “დოპელმაიერისა” და “პომას” 6 ახალი საბაგირო შენდება,ხდება ერთი საბაგიროს რეკონსტრუირება. სასრიალო არეალი კი 20%-ით იზრდება.

კურორტზე მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018/19 წლის სეზონისთვის დასრულებულდება. შეგახსენებთ, ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზა გუდაურში 2015 წელს განხორციელდა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობითვე, გუდაურში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, კობი-გუდაურის საბაგიროების მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 7.5 კმ. სიგრძის იქნება და ყაზბეგი გუდაურს შეუერთდება. შენდება 100 000 კუბიანი ხელოვნური წყლის რეზერვუარი, რომლის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია.

ცნობისთვის, 2018 წლის მაისში საბერძნეთში გამართულ კენჭისყრაზე, საქართველომ 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა მოიპოვა, თავისუფალი სტილით სრიალსა და სნოუბორდში. მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, საქართველოს ეროვნულმა სათხილამურო ფედერაციამ, მსოფლიო სათხილამურო ფედერაციასა და იტალიელ ექსპერტებთან ერთად 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მზადება დაიწყო და ამ ეტაპზე გუდაურსა და ბაკურიანში სათხილამურო არეალების გენერალური გეგმის შემუშავება მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g