გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის გზაზე, სოფელ ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრის მონაკვეთამდე, ავტოტრანსპორტმა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში უნდა იმოძრაოს.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.