გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მაღალი ტემპერატურისა და წვიმის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას მათი გაჩერება იკრძალება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.