რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, გურაურისკენ მიმავალი გზა, სატვირთო მანქანებისგან გათავისუფლდება.
მისი თქმით, ახალი პროექტის მიხედვით, ამ ტრანზიტმა, რაც რუსეთის მიმართულებით მიდის, ახალ საგზაო მონაკვეთზე – გვირაბში უნდა გადაინაცვლოს.
პროექტის დასრულება 2021 წელს იგეგმება.
“მნიშვნელოვანია მლეთა – კობის გზის ნაწილი, ქვეშეთი-კობის მიმართულება, 23 კილომეტრამდე გზა გამოდის, სადაც 9 კილომეტრი არის სამანქანო გვირაბი.
ასეთი დიდი გვირაბი საქართველოში არასდროს გაგვიყვანია, ეს პროექტიც უნდა დასრულდეს 2021 წელს.
ბევრ ტურისტი დადის გუდაურის გზაზე და თვალშისაცემია, რომ ის მუდმივად სატვირთოებით გადატვირთულია. ასე აღარ იქნება.
ეს პროექტი განტვირთავს გუდაურისკენ მიმავალ გზას, ანუ ის ტრანზიტი, რაც რუსეთის მიმართულებით მიდის, გადაინაცვლებს ამ ახალ საგზაო მონაკვეთებზე და გუდაურისკენ მიმავალი გზაზე მხოლოდ ტურისტები ივლიან”, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ “საქმის კურსთან”.