გუდაურში თოვლი მოვიდა. ვიდეოს “ფეისბუქზე” დათო ბურდული ავრცელებს.
მომხმარებლები წერენ, რომ ზაფხულის შემდეგ, პირდაპირ ზამთრის და მთის სეზონი მოვიდა და ზღვიდან პირდაპირ თოვლში შეუძლიათ მოხვედრა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირაში ამინდი მთელ საქართველოში გაუარესდა.
უნალექო ამინდი 12 სექტემბრიდან-15 სექტემბრამდე იქნება.
თბილისში 12 სექტემბრიდან გამოიდარებს
რაც შეეხება თბილისს, სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ხვალიდან გამოიდარებს.
როგორც “ფორტუნას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, უნალექო ამინდი 12 სექტემბრიდან 15 სექტემბრამდე იქნება.
მათივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 20-22 გრადუსი იქნება.
ფოტო: ლე ტა