LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს სამებაში გაიმართება

348
გუდაურში დაღუპულები

გუდაურში ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

ლევან სამხარაული ექსპერტიზის ბიუროში 6 დაღუპულის ცხედრის ექსპერტიზა და ამოცნობის პროცედურები გრძელდება. უკვე დასრულდა ორი მათგანის, ექიმ გიორგი ვენეცკისა და მფრინავი დიმა ქააძის ცხედრების ექსპერტიზა და ისინი სახლებში გადაასვენეს.

„გუდაურის ტრაგედიამ და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალებამ საყოველთაო მწუხარება გამოიწვია; დიდია ჩვენი გულისტკივილიც.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილნი სამშაბათს, 2 აგვისტოს, 09:30 საათიდან დასვენებულნი იქნებიან წ.მ. სამების საკათედრო ტაძარში და აქედან მოხდება მათი გასვენება 14:00 საათზე.

სამშაბათსვე, 14:00 საათზე, სამთავისის ტაძრის ეზოში დაიკრძალება მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, მეუფე დამიანე.

შევნიშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღესთან დაკავშირებული ყველა საზეიმო ღონისძიება აღნიშნულის გამო გაუქმდება“, – წერია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8 პირის ვინაობა ცნობილია

ვიდეო: ძალიან უყვარდა თავისი სამსახური, 20 წელი პროფესიას ემსახურებოდა, მოსწონდა ხალხს, რომ ეხმარებოდა – ავიაკატასტროფის დროს დაღუპული მფრინავის დიმიტრი ქააძის მეუღლე

პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულ პირს ტვინის შერყევა და ფეხზე დაზიანება აღენიშნება

“ქარის ფაქტორი იყო, კლდესთან ახლოს იყვნენ. ქარმა რომ დაუბერა, შეატრიალა შვეულმფრენი და კუდით დაეჯახა კლდეს. დაიწყო ბზრიალი, ამ დროს შეეცადა გაჩერებას” – როგორ ხსნის გუდაურის ტრაგედიას პილოტი

რა ვიცით გუდაურში მომხდარზე და რას შეცვლის ტრაგედია – დეტალები, მიზეზები და გამოსავალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g