LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა, 2 წელი გავიდა

331
გუდაურის ტრაგედია

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან, რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 წელი გავიდა.

ტრაგიკულ თარიღს განცხადებით ეხმიანება შინაგან საქმეთა სამინისტრო:

„გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან, რა დროსაც 8 ადამიანი – მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები დაიღუპნენ, 2 წელი გავიდა.

2022 წლის, 29 ივლისს სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, ტრაგედია 2022 წლის 29 ივლისს მოხდა.

გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია.

ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშ­ვე­ლე­ბი – მფრი­ნა­ვე­ბი – ანდრო ქუჯოშვილი,​ ლე­ვან ჩო­ხე­ლი, ზაზა ლო­რია, დიმა ქა­ა­ძე; კახა ტორ­ჩი­ნა­ვა, გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი; სასწრაფოს დახმარების ექი­მები – ქეთი გუ­ლა­გაშ­ვი­ლი, გიორგი ვე­ნეც­კი.

გუდაურის ტრაგედიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ აქ:

ტრაგედიის მსხვერპლი გმირები: ცნობილია გუდაურში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი პირების ვინაობა

“ქარის ფაქტორი იყო, კლდესთან ახლოს იყვნენ. ქარმა რომ დაუბერა, შეატრიალა შვეულმფრენი და კუდით დაეჯახა კლდეს. დაიწყო ბზრიალი, ამ დროს შეეცადა გაჩერებას” – როგორ ხსნის გუდაურის ტრაგედიას პილოტი

ვიდეო: „გადამიღეთ, როცა ჩამოვალ, ეს ვიდეო გამომიგზავნეთო“ – ანდრო ქუჯოშვილი საბედისწერო გაფრენამდე, ცოტა ხნით ადრე

რა ვიცით გუდაურში მომხდარზე და რას შეცვლის ტრაგედია – დეტალები, მიზეზები და გამოსავალი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g