LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუგა ქაშიბაძე კახელი გლეხის შესახებ, რომელსაც ვენახის გადარჩენისას ხელები დაეწვა – „არ იცოდა, ვენახი გაეყიდა თუ მტევნები მოერჩინა…“

thumbnail-1

დამწვრობის ცენტრის მთავარი ექიმი, გუგა ქაშიბაძე ეხმაურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კრიტიკას და აღნიშნავს, რომ ეს თემა მისთვის ერთ კახელ გლეხთან ასოცირდება. თუ რატომ, ამას ცნობილი ექიმი თავის სტატუსში განმარტავს:

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კრიტიკას მინდა გამოვეხმაურო.

ეს პროგრამა ჩემთვის ერთ კახელ გლეხთან ასოცირდება.

ვენახში მუშაობის დროს, დასუფთავების დარჩენილ ნაგავს ცეცხლი მოუკიდა, ალი წალამზე გადავიდა. მოხუცმა კაცმა ცეცხლი საკუთარი მტევნებით ჩააქრო, რა დროსაც ღრმა დამწვრობა მიიღო. ვენახი გადაარჩინა.

დამწვრობის ცენტრში მეოთხე დღეს მოიყვანეს ოჯახის წევრებმა, ძალიან განიცდიდა. არ იცოდა, რა ექნა. ვენახი გაეყიდა და მტევნები მოერჩინა, თუ ვენახი დაეტოვებინა. იმასაც ხვდებოდა, დამწვარი ხელებით მის მოვლას ვერ შეძლებდა.

არ დამავიწყდება მისი სახე, როცა გაიგო, რომ მტევნებზე კანის გადანერგვის ოპერაციას ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა დაუფინანსებდა.

მტევნები გადარჩა. ვენახიც გადარჩა. ღვინოს მშვენიერს აყენებს (პირადად გამისინჯავს).

მის ოჯახში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სადღეგრძელო პირველი თუ არა, მეორე მაინც ილევა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g