წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ლევან შერმადინი სოციალურ ქსელში წეროვანის დასახლებაზე წერს.
მისი თქიმთ, 17 წელია ამ გარემოში ცხოვრობს, თუმცა მისი თქმით ეს დასახლება ვერავინ შეიყვარა, რადგანაც აქ მხოლოდ გულგატეხილი და სევდიანი ხალხი ცხოვრობს.
„მეჩვიდმეტე წელია რაც წეროვნის დევნილთა დასახლებაში ვცხოვრობთ.
მთელი ეს პერიოდი არავისგან გამიგია ფრაზა : „წეროვანი მიყვარს“. მიუხედავად იმისა, რომ დასახლებაში მცხოვრებთა დიდ ნაწილს თვალით არასდროს უნახია ახალგორი, თავისი ულამაზესი სოფლებითა და მთა-ველით.
ალბათ სულის მიხსიერებაც არსებობს…
დილას თოვლი დაგვხვდა წეროვანში. გარეთ კი არსად ისმის ბავშვების გამაყრუებელი ჟივილ-ხივილი, გუნდაობა, ციგები, თოვლის პაპის გამკეთებელი ჯელმარჯვე ახალგაზრდობა.
პულსი რომ ძლივს უცემს სულ იმ მომაკვდავს მოჰგავს ჩვენი დასახლება თოვლშიც, წვიმაშიც და მზიან ამინდშიც…
გულ გატეხილი და სევდიანი ხალხის დასახლებაა წეროვანი…
არაფერია აქ ჩვენი, ვერც ეს მიწა ვიგუეთ, ვერც ეს წყალი და ვერც ეს ჰაერი, რომელიც ყოველდღიურად გვახრჩობს…“, – წერს ლევან შერმადინი.
ფოტო: გიგა ჩიტიშვილი