LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულისამაჩუყებელი მომენტი ურსას კონცერტზე – პატარა გულშემატკივარი სცენაზე ავიდა და გიორგი ძოწენიძესთან ერთად თავისი საყვარელი სიმღერა შეასრულა

229
ნათია

„ურსას“ ერთ-ერთ კონცერტზე პატარა გულშემატკივარი სცენაზე აიჭრა და სოლისტ გიორგი ძოწენიძესთან ერთად ჯგუფის ჰიტი „მინდა ფრთები გავშალო“ შეასრულა.

ბიჭუნამ, რომელიც აშკარად დიდი სიყვარულით გულშემატკივრობს ჯგუფს, სიმღერა ბედნიერი სახით იმღერა და მაყურებლებსაც თბილად მიესალმა.

მისი გულწრფელი ემოცია მაყურებელმაც გაიზიარა და მათ ერთობლივ პერფორმანსს თბილი ოვაციებით უპასუხა.

მოგვიანებით, ვიდეო სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკ-ზე მომღერალმა გიორგი ძოწენიძემ გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g