LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულით ელოდა ახალ შენობაში გადასვლას, მაგრამ აღარ დასცალდა..“ – ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, შოთა გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა  

313
ing (4)

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, შოთა გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს:

 

ჩვენი კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი შოთა გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა…
გულით ელოდა ახალ შენობაში გადასვლას მაგრამ, აღარ…

Posted by ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი/Infectious Diseases and AIDS Center on Monday, October 9, 2023

 

„ჩვენი კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, შოთა გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა…

გულით ელოდა ახალ შენობაში გადასვლას, მაგრამ აღარ დასცალდა – გულმა უმტყუნა, ვეღარ გაიხარებს ჩვენი საავადმყოფოს ახალსახლობით… ჩვენს შორის აღარ არის ღირსეული და კარგი ადამიანი… თითოეული ჩვენგანის დიდი იმედი… სამსახურში საქმიანი, მომთხოვნი და სამართლიანი, სამსახურს მიღმა კარგი პიროვნება და გვერდში მდგომი მეგობარი.

ძნელია და წარმოუდგენელი შოთა გოგიჩაიშვილზე წარსულ დროში ისაუბრო… ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მოამაგე, თანამშრომელთა და კლინიკის ღირსების დამცველი ქომაგი… კაცი ენციკლოპედიური განათლებითა და დიდი სამედიცინო გამოცდილებით.

ღირსეული კვალი დატოვეთ ბატონო შოთა კლინიკის ისტორიაში და მუდამ დარჩებით ჩვენს გულებსა და მეხსიერებაში.

ცრემლით და დიდი ტკივილით ვწერთ სამძიმრის ამ სიტყვებს… თანაგრძნობას ვუცხადებთ თქვენს ოჯახს, თანამშრომლებს და სამედიცინო საზოგადოებას… ნათელი არ მოჰლებოდეს თქვენს სულს… მუდამ გვემახსოვრებით და სამაგალითო იქნებით ჩვენთვის“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g