LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულმავიწყი მგზავრის გამო, გასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ევაკუაცია დაიწყო

32

გულმავიწყი მგზავრის გამო, გასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის ევაკუაცია დაიწყო. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ ავსტრალიურ კვინსლენდში მოხდა. ქალს აეროპორტში რაღაც დარჩა, ამიტომ რეგისტრაცია გავლილი უკან გამოიქცა და აკრძალულ ტერიტორიაზე შევიდა, რის გამოც განგაშის სიგნალი ჩაირთო. შედეგად, ტერიტორიის დატოვება სხვა მგზავრებსაც მოუხდათ და მათივე უსაფრთხოებისთვის ისინი ქუჩაში გაიყვანეს. დაახლოებით ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ ევაკუირებულ მგზავრებს შემოწმების ხელმეორედ გავლა მოუხდათ და ბორტზე მოხვედრა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ გულმავიწყ მგზავრს სინამდვილეში არაფერი დავიწყებია და განგაშიც სრულიად უმიზეზოდ ატყდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები