LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულს მტკენს, როდესაც ვხედავ, რომ საქართველო მიჰყვება პუტინის კვალს” – კრამერი „ხალხის ძალის” კანონპროექტზე

142
დევიდ კრამერი

გულს მტკენს, როდესაც ვხედავ, რომ საქართველო მიჰყვება პუტინის კვალს, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა „ფორმულასთან” ინტერვიუში  განაცხადა.

კრამერი ამ ფრაზით, მოძრაობა „ხალხის ძალის” მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება.

„სამწუხაროდ, ძალიან წააგავს იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო რუსულმა დუმამ და პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა. როგორც მე მესახება, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მხარს არ უჭერს ამ კანონმდებლობას და ეს არის სწორი პოზიცია. ეს არის წინასწარ განზრახული ძალისხმევა ქართული ოცნების და მისი მოკავშირეების მხრიდან საქართველოს პარლამენტში, რომ შემცირდეს სივრცე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და სამწუხაროდ, ჩანს, რომ ეს კანონმდებლობა იქნება მიღებული. ეს არის მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან, შეავიწროოს სამოქალაქო საზოგადოება ისე, როგორც პუტინმა გააკეთა რუსეთში. ეს გულს მტკენს, როდესაც ვხედავ, რომ საქართველო მიჰყვება პუტინის კვალს ამ მიმართულებით. ეს არის ბოლო მითითება და ბოლო ჩვენება იმისა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება დარტყმას ახორციელებს ჟურნალისტებზე, ოპოზიციონერებზე და სხვა პიროვნებებზე”, – აცხადებს “ფორმულას” თარგმანის მიხედვით, დევიდ კრამერი.

მამუკა მდინარაძე: პრინციპების დონეზე შევთანხმდით და „ხალხის ძალის“ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ

მოძრაობა „ხალხის ძალა“: პარლამენტში ვაინიცირებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი

„ყველა დეპუტატი, ვინც რუსულ კანონს დაუჭერს მხარს, ხელს მოაწერს რუსული გავლენის აგენტების სიაში საკუთარი თავის რეგისტრაციას” – ლომჯარია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g