LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოზარ სუბარი: „საქართველოს ჩინეთთან დაახლოებამ შოკი გამოიწვია, არა მარტო ქართულ ოპოზიციაში, არამედ ძალიან ბევრ დასავლელ პარტნიორში“

142
Untitled design

„საქართველოს ჩინეთთან დაახლოებამ შოკი გამოიწვია, არა მარტო ქართულ ოპოზიციაში, არამედ ჩვენს ძალიან ბევრ დასავლელ პარტნიორში. საოცრება ის არის, ჩვენ რომ გვიკრძალავენ გარკვეულ ურთიერთობებს და ამ დროს ვხედავთ, დღეს როგორ უმაღლეს დონეზე და პომპეზურად ხვდებიან ჩინეთის ლიდერს აშშ-ში“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

სოზარ სუბარი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ LCI-თან ინტერვიუს დროს, ჩინეთის პრეზიდენტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებას და მას „შეგნებული მავნებლობა“ უწოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ჩინეთის ელჩს განემარტა, რომ ინტერვიუში ჩინეთის პრეზიდენტზე მინიშნება არ ყოფილა და სალომე ზურაბიშვილის პასუხი პუტინს შეეხებოდა 

„მედია წერს, რომ კალიფორნიის ქუჩები დაასუფთავეს, გადაღებეს შენობები, გაიყვანეს უსახლკაროები, ნარკოდილერები თუ ნარკოტიკების მომხმარებლები, რაღაც განსხვავებული ხედი რომ შეექმნათ. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, ხელი არ მოაწეროთ რაიმე ტიპის ხელშეკრულებას. იმ ტიპის ხელშეკრულებას, როგორი სტრატეგიული ხელშეკრულებაც დადებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთთან, ევროკავშირს მთლიანად და ასევე, ევროპის სახელმწიფოებს ცალ-ცალკე.

უცებ გაახსენდა ჩვენს ოპოზიციას, რომ ჩინეთს თურმე მართავს „კომუნისტური პარტია“, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ უხსენებია არავის, უცებ გაახსენდა ერთბაშად ყველა ოპოზიციონერ ლიდერს და ამბობენ, როგორ შეიძლება „კომუნისტურ“ ჩინეთთან ხელშეკრულების დადებაო.

„სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება რომ არა წამოცდენა, არამედ შეგნებული მავნებლობა იყო ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული (რომელიც დარწმუნებული ვარ მისგან არ მოდიოდა), ეს დადასტურდა თუნდაც დღეს, როდესაც აშშ-ს ახალმა ელჩმა, ქალბატონმა რობინ დანიგანმა, რომელმაც თითქოს წინა ელჩისგან განსხვავებით, გარკვეულწილად გადატვირთვა მოახდინა ჩვენს ურთიერთობებში, თქვა, რომ არ მიესალმებიან ამ ურთიერთობებს იმიტომ, რომ სახეზეა რუსეთის და ჩინეთის დაახლოება. რუსეთის და ჩინეთის დაახლოება მარტო საქართველოსთვის არის და არ არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის?“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა LCI-თან ინტერვიუს მიმდინარეობის დროს, ჟურნალისტის კითხვაზე, გულში თუ იმედოვნებს, რომ პუტინი და ასევე სი ძინპინი როდისმე გასამართლდებიან, განაცხადა: „ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა“.

„უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს“ – ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა ჩინეთის პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას შემაშფოთებელი უწოდა და ელჩთან სინანული გამოხატა

„როდესაც ასეთ შეფასებას აძლევ ჩინეთის ლიდერს, ამას მხოლოდ უპასუხისმგებლობა არ ჰქვია, ამას პოლიტიკური სიბეცე ჰქვია“ – ვოლსკი ზურაბიშვილის განცხადებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები