კულტურისა და სპორტის მინისტრს პარლამენტში უსმენენ. კანონმდებლები კითხვებს სვამენ.
ცოტა ხნის წინ, თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მაჭუტაძის რეპლიკას გამოეხმაურა, რომელმაც კულტურის მინისტრს უთხრა, რომ “ის მისი მტერი არ არის“.
„თქვენ მითხარით ისეთი სიტყვები, რომლითაც ძალიან გახარებული ვარ, რომ თქვენ არ ხართ ჩემი მტერი. მე არც მიგულისხმია არასდროს, რომ თქვენ ჩემი მტერი ხართ. რა თქმა უნდა ვარ, ხისტი, „ზონდერიც“, როგორც თქვენმა კოლეგებმა მაკადრეს, რაც გინდათ ის ვარ, მაგრამ გულწრფელი ვარ, მგონი ეს დასაფასებელია. ამიტომ, სრულიად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ სადღაც თქვენ მე მესიმპატიურებიც კიდეც, არამცთუ თქვენს ოპონენტად მივიჩნევ თავს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.