LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყაროს გზის რეაბილიტაცია 2 მლნ-ზე მეტი დაჯდა

131

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.

აღნიშნული საგზაო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის.

პროექტის ფარგლებში  დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახიდე გადასასვლელსა და ხელოვნურ ნაგებობებს.

უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად მოეწყო საგზაო ნიშნები, ზღუდარები, მიმმართველი ბოძკინტები. მოინიშნა გზის სავალი ნაწილი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ  2 600 000 ლარი შეადგინა.

magti 5g