სოციალურ ქსელში ექიმების გუნდის ფოტო ვრცელდება.
როგორც ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის განცხადებაშია აღნიშნული, მათ კლინიკურად მძიმე პაციენტი სიკვდილისგან იხსნეს.
“ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის გუნდს ფარ-ხმალი არ დაუყრია, სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძოლეს და კლინიკურად მძიმედ შეფასებული კოვიდ-დადებითი პაციენტი გადაარჩინეს.
მალე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა პირადად გადაუხადოთ მადლობა ჰოსპიტლის მედპერსონალს,”-აღნიშნულია განცხადებაში.