LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ გურამიშვილმა ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

120
გურამ გურამიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმის (ITF) მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გაიმართა.

გურამ გურამიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირთან ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე  გაამახვილა.

მინისტრის მოადგილემ, მინისტერიალის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც სამთავრობო, ასევე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ბიზნესის წარმომადგენლებთან.

მინისტერიალში 60-ზე მეტი ქვეყნის 1100-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. წლევანდელი სამიტის ძირითადი თემაა „მწვანე ტრანსპორტი, კრიზისის დროს ფოკუსის შენარჩუნება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g