LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ როგავა: „ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი „ჩემო პატარათი“ რომ მომმართავდა, აი, ეგ მომენტი ყველა ტკივილს მავიწყებს… ამ ორ თვეში რაღაცები ფუნდამენტურად გადავაფასე, ფარისევლებს და მშიშრებს თავისი ადგილი მივუჩინე, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი კარგი ადამიანი ახლიდან აღმოვაჩინე!“

237
გურამ როგავა, ნანუკა ქაჯაია

„ფორმულის” ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელიც აქციაზე მასზე ძალადობის გამო, სარეაბილიტაციო კურსს ამ დრომდე გადის, მის კოლეგა, „ტვ პირველის“ ჟურნალისტ, ნანუკა ქაჯაიასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ 29 ნოემბრის შემდეგ, ცხოვრებაში ბევრი რამ გადააფასა.

გურამ როგავა 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის ღონისძიების მიმდინარეობისას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა.

„კადრებში ჩანს, რომ გურამ როგავა პარლამენტის შენობის წინ, მიკროფონით ხელში, პირდაპირ ეთერში გადის, როცა უსაფრთხოების ოფიცრის ორი თანამშრომელი გააფთრებული დარბის და მას თავში ურტყამს“ – The New York Times-ის საქართველოში მიმდინარე პროტესტზე სტატიას აქვეყნებს

„ნანუკას „იმედიდან“ ვიცნობ, ერთ ნიუსრუმში ვმუშაობდით წლების განმავლობაში.

„ჩემო ფერია“, „ჩემო პატარა“, – ასე მივმართავდით ერთმანეთს მოფერებით და ასე ვართ დღემდე…

ჩემზე თავდასხმის დროს რომ ვეკითხებოდი, რა მჭირს-მეთქი და მატყუებდა „არაფერი ჩემო პატარაო“, ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი „ჩემო პატარათი“ რომ მომმართავდა, აი, ეგ მომენტი ყველა ტკივილს მავიწყებს.

ამ ორ თვეში რაღაცები ფუნდამენტურად გადავაფასე, ფარისევლებს და მშიშრებს თავისი ადგილი მივუჩინე, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი კარგი ადამიანი ახლიდან აღმოვაჩინე!

Nanuka Kajaia ჩემო ფერია, მადლობა რომ ასეთი ხარ და მაძლიერებ“, – წერს გურამ როგავა.

გურამ როგავა: „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემატყობინა, რომ დაზარალებულად მცნეს“

„ამ ადამიანს ბედი ჰქონია, რომ გადაურჩა სიკვდილს, ეს იგივეა ვინმემ იარაღი გესროლოს თავში და გაგიმართლოს და გადარჩე“ – ზაზა თელია გურამ როგავაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g