LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გაშენდა

362

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს “ბლუბერიმ“ 6.9 ჰექტარ მიწის ფართობზე ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გააშენა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოცვის ახალი ბაღი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში მდებარეობს. პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა, მარიამ მეკოშკიშვილმა და გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ლურჯი მოცვის ბაღი დაათვალიერეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარი პროექტში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 100,000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 96,617.63 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 3,382.37 ლარი – წვეთოვანი სისტემებისთვის.

„პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, დაფინანსებულია ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 5,201 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 27,632,812 ლარს შეადგენს. აქედან, გურიის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 150 ჰექტარ მიწის ფართობზე. ჯამურმა თანადაფინანსებამ 1,026,175 ლარი შეადგინა,“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, „ერთიან აგროპროექტს“ ახორციელებს, რომელიც გრძელვადიან განვითარებაზეა გათვლილი. მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები