LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში საწარმოებმა 750 ტონა ჩაის ფოთოლი ჩაიბარეს

100

გურიაში ჩაის კრეფის სეზონი დასრულდა. წელს 750 ტონა ჩაის ფოთოლი მოიკრიფა, რომელიც გურიაში არსებულმა გადამამუშავებელმა ჩაის საწარმოებმა მთლიანად ჩაიბარეს. ჩაის ფოთოლის ფასი ხარისხის მიხედვით 1-3 ლარამდე მერყეობს.

როგორც გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ ”ფორტუნასთან” განაცხადა, შარშან რეგიონში სულ 638 ტონა ჩაი გადამუშავდა. ამ კულტურის მოსავლის მატებას გუბერნატორი მთავრობის მიერ გატარებულ პროგრამებს უკავშირებს.

”ეს სწორედ იმ რეაბილიტირებული პლანტაციების დამსახურებაა, რომლებიც სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსდა. შემუშავდა ”ჩაის აღორძინების” პროგრამა, თუმცა ამ პროგრამამდე ასევე მუშაობა დაწყებული იყო ”აწარმოე საქართველოში” და ”დანერგე მომავლის” ფარგლებში. ხოლო ჩაის აღორძინების პროგრამა იყო მიზნობრივი. ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ სერიოზული ინვესტიციები განახორციელა”, – განაცხადა სალუქვაძემ.

ამავე პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ახალი საწარმოს 80%-ით თანადაფინანსებას ახდენს და პლანტაციებისთვის მიწებს იჯარით, მინიმალურ ფასად გასცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები