LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიის გუბერნატორი: ამ დროისთვის, ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ვერტმფრენის საჭიროება იყოს

193
fot (2)

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში დაკარგულია სამი ადამიანი, რომელთაგანაც ორს ოზურგეთში, ერთს კი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ეძებენ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა არ დგას.

„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, გურიის რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნა. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში განვითარდა მეწყრული პროცესები. ამ ეტაპზე, სამ ადამიანს ეძებენ. ორი მათგანს ოზურგეთში, ერთს კი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი, სამაშველო და სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობას, ამ წუთისთვის, ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ვერტმფრენის საჭიროება იყოს”, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g