LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში, სოფელ ჯუმათში ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

641
გურია

გურიაში, სოფელ ჯუმათში ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

ვიდეო: მაშველებმა დამეწყრილი ადგილიდან ქალი ამოიყვანეს

სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან უწყების სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

„მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.

ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები“. – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლანჩხუთის მერი: ლანჩხუთში ერთ ბავშვს ვეძებთ, რომელიც სახლში იყო, სახლი კი სტიქიის შემდეგ მიწაში დაიმარხა, ტექნიკაც ვერ მუშაობს, ძალიან დიდი ლაფი და ტალახია

უწყების ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები.

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g